19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
თაღლითური სქემა - "ლიბერთი ბანკი" საკუთარ 9 თანამშრომელს 3 მილიონ ნახევარი ლარის მოპარვას ედავება

"ლიბერთი ბანკი" საკუთარ 9 თანამშრომელს 3 მილიონ ნახევარ ლარს ედავება. ბანკი ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის უკვე ყოფილ მენეჯერს და 14 დასაქმებულს უჩივის.

ორი მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი დოლარი და 80 ათასი ევრო, 37 ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან გაქრა. დანაშაულებრივი სქემა, გამოძიების ცნობით, 2015 წლიდან მოქმედებს.

ბანკმა უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ფილიალის მენეჯერი, სავარაუდოდ თაღლითური გზით ითვისებდა თანხებს და მითვისება კი, სავარაუდოდ, დოკუმენტაციის გაყალბებით ხდებოდა. ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მენეჯერის მითითებით, ის თანხას უცხო პირების ანგარიშებზე რიცხავდა. ბანკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მენეჯერის მითითებებს ასრულებდნენ და ინფორმაცია არ ჰქონდათ სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ. 

"ლიბერთი ბანკმა" განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხმარებელთა ფინანსებს საფრთხე არ ემუქრებათ. 

დღის ამბები