19 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
2-წლიანი ძებნის შემდეგ ქალი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, გარდაცვლილი იპოვეს - მანჩერსტერში ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს

მანჩესტერში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას mirror.co.uk  ავრცელებს. 

48 წლის ქრისტინა რეკი ბოლოს ქალიშვილმა 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს მაშინ ნახა, როდესაც ის სახლიდან გადიოდა. ქალს ოჯახის წევრები 2 წელზე მეტია ეძებდნენ. 

პოლიციის ინფორმაციით, ქალის ცხედარს მეძებარმა ძაღლებმა ქალაქ ჩორლტონის რაიონში, ნაკრძალში, მდინარე მერსიასთან 13 აპრილს მიაკვლიეს. 
მანჩესტერის პოლიციის ცნობით, კრისტინა რეკის გარდაცვალების საქმესა და მის გარემოებებზე გამოძიება მიმდინარეობს. 

კრისტინა რეკის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მან როდესაც გაუჩინარებამდე საცხოვრებელი სახლი დატოვა, თან მედიკამენტები არ ჰქონია. 

" ოჯახში არ ყოფილა არანაირი კამათი და დაძაბულობა, რასაც შესაძლოა მისი აღელვება გამოეწვია,“ - აღნიშნა კრისტინა რეკის ძმამ. 

დღის ამბები