19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საქართველოში - ღონისძიებაში ხელისუფლების წარმომადგენლები და 200-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია მონაწილეობენ 

საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიმართეს. მათ ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, წელს ღონისძიება სემინარის ფორმატში ტარდება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და 200-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია მონაწილეობენ.

სიტყვით გამომსვლელებმა ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ფორუმში დისტანციურად მონაწილებდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას იმ იდეის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომელიც პარლამენტში დიასპორის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.

დღის ამბები