მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა. კომისიამ განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებას უკავშირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გაიწერა კონკრეტული გეგმა და გრაფიკი, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით.
"დეტალურად განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რაც არის დაკავშირებული მზადებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწონებულ იქნა ის კონცეფცია, რომელიც წარვადგინეთ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არის გადასადგმელი 2024 წლამდე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.