19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
გუმათში ხმაურის აქცია მიმდინარეობს - მონაწილეები რკინის ჯებირებს, პროტესტის ნიშნად, ხელს ურტყამენ

სოფელ გუმათში ხმაურის აქცია მიმდინარეობს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციის მიერ დამონტაჟებული რკინის ჯებირებთან არიან შეკრებილები და მას ხელებს ურტყამენ. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, პროტესტი ყველანაირი ძალადობისგან შორის არის და აქციის მონაწილეები ფიზიკურ დაპირისპირებას არ ცდილობენ.

"რიონის ხეობის მცველები" ჯებირებს მიღმა შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 215 დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაა. თავის მხრივ, დემონსტრანტები დაბრკოლებებს ჰესის მშენებელ კომპანია "ენკას" ტექნიკას უქმნიან და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავენ.

აგრდა ამისა, გუმათში წუხელ ღამით დაკავებული 8 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა. ისინი გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

დღის ამბები