18 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
ევროკავშირმა სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში დახმარება შესთავაზა

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე განვითარებულ ბოლო მოვლენებს სახიფათოსა და საგანგაშოს უწოდებს.

ევროპულმა გაერთიანებამ აზერბაიჯანსა და სომხეთს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში დახმარება შესთავაზა.

ევროკავშირი მხარეებს ვითარების დეესაკლაციისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. აზერბიჯანს კი სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და სამხედრო ტყვე.

რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანელებმა გეღარქუნიქის რეგიონში 6 სომეხი ჯარისკაცი დააკავეს. სომხეთის პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები