19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ჩვენ არ გვაქვს უფლება პოლიციის მანქანებს შევუქმნათ გადაადგილების პრობლემა, ჩვენ მხოლოდ "ენკას" მანქანებს არ ვატარებთ - ვითარება გუმათში

ხმაურიანი ღამის შემდეგ, რიონის ხეობაში აქცია მშვიდ ვითარებაში გრძელდება. ამ წუთებში, აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე არიან შეკრებილები. ნაწილი "ენკას" ოფისთან, ნაწილი კი გუმათში პოლიციის საგუშაგოსთანა მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ, კომპანია "ენკას“ ოფისიდან რამდენიმე მანქანა გამოვიდა, რომლის გადაადგილებისთვის აქციის მონაწილეებს ხელი არ შეუშლიათ და ისინი გზაზე უპრობლემოდ გაატარეს. როგორც პროტესტის მონაწილეები განმარტავენ, ავტომანქანები პოლიციას ეკუთვნოდა და ამბობენ, რომ პოლიციის ტექნიკას გზას არ გადაუკეტავენ.  

"ეს მანქანები ტექნიკური წყალი იყო და ფეკალიები მასა იყო და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ პოლიციის მანქანებს შევუქმნათ პრობლემა გადაადგილების. ჩვენ არ ვატარებთ მხოლოდ "ენკას" მანქანებს. გარდა ამისა, პოლიციას ვერ შევზღუდავთ, არ გვაქვს ამის ლიგიტიმაცია და მოთხოვნა,“ - აცხადებს მოძრაობის ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი, რაფაელ ლომთაძე. 

გუმათში, აქციის მონააწილეების მოთხოვნები უცვლელია, ეს არის "ენკასთან" დადებული ყველა ხელშეკრულების გაუქმება, კომპანიის გასვლა ხეობიდან, სამუშაოების შეჩერება და ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.

დღის ამბები