19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
კორონავირუსის ინდური შტამი ქვეყანაში - სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა საქართველოში ინფექციის ახალი ვერსია გაცილებით მეტი იყოს  

რეგისტრირებული შემთხვევა ხუთია, თუმცა ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. მიზეზი სპეციალისტების განცხადებით, არის ის, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს მასშტაბური პროფილური კვლევები, რომლებმაც ვირუსის სახეობა უნდა დაადგინონ. რაც შეეხება COVID-19-ის ინდურ ვერსიას - ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ის მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება, მისი ნეგატიური მხარე კი სწრაფი გავრცელებაა.

არსებობს მოსაზრება, რომ ინდოეთში შექმნილი კრიზისული ვითარება ეპიდპროცესების არასწორად მართვის და მძიმე სოციალური ფონის გამოა შექმნილი.

სტაციონარული შემთხვევები მომავალში სავარაუდოდ, კიდევ უფრო იკლებს. ამის თქმის საფუძველს სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსტიტეტის და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა. კერძოდ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს აქვთ მინიმუმ ერთ წლიანი იმუნიტეტი. ზოგ შემთხვევაში კი იმუნური სისტემა ვირუსს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაანეიტრალებს. კვლევის თანახმად, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 986 ადამიანი დაინფიცირდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა. ნელი ტემპით აგრძელებს კლებას დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც ამ დროისთვის 2.28%-ია. პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება ვაქცინაციის კუთხით. აცრილია 134 602 ადამიანი. 

დღის ამბები