19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
უმძიმესი ფიზიკური სამუშაო ბავშვებისთვის - ობლების სკოლების აღსაზრდელებს ჩრდილოეთ კორეაში მაღაროებსა და მშენებლობებზე ამუშავებენ

ობლები, ჯარისკაცები და სტუდენტები, მათ შორის არასრულწლოვნებიც ჩრილოეთ კორეაში ფიზიკურ სამუშაოს "მოხალისეობრივად" ასრულებენ, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. "მოხალისეებს" მუშაობა უხდებათ ქვა-ნახშირის მომპოვებელ მაღაროებში, ფერმებსა და სამშენებლო პროექტებზე. 

რთულ სამუშაოს, სააგენტო KCNA-ს ინფორმაციით, ობოლთა სკოლების ასობით აღსაზრდელი ასრულებს. გამოცემა ბავშვების ასაკს არ აკონკრეტებს, თუმცა გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მათი დიდი ნაწილი არასრულწლოვანია. 

სახელმწიფო მედია წერს, რომ ახალგაზრდები სამშობლოსთვის საკუთარი სურვილით მუშაობენ, "მათ დედა პარტიის თბილი ზრუნვით დაასრულეს სკოლა".

კორონავირუსის წინააღდეგ მიღებულმა ზომებმა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხალხი ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 16-17 წლის ბავშვები სამხედრო ბრიგადებში გააწევრიანეს 10-წლიანი ვადით და მათ მძიმე სამუშაოს შესრულებას ავალებენ. 

"იძულებითი სამუშაოს გამო სტუდენტებმა მიიღეს მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებები, არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა," - აღნიშნულია ანგარიშში. 

ჩრდილოეთ კორეაში კი იძულებით სამუშაოზე ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ თემა მტრების მიერ არის პოლიტიზებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები