მსოფლიოს კორონავირუსი ახალი ფორმით უტევს. ბრაზილიური, ბრიტანული და ინდური შტამების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ვიეტნამში, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ იყო აღიარებული, კორონავირუსის სრულიად ახალი ქვეტიპი აღმოაჩინეს. ვირუსის ეს ფორმა იმდენად აგრესიულია, ქვეყანაში ერთი წლის სტატისტიკა ვირუსის ახალმა შტამმა ერთ თვეში გააორმაგა.
გაიზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ახალი გენოტიპი ე.წ ინდურისა და ბრიტანული შტამის თვისებების ნაზავია, სპეციალისტების მოსაზრებით, ეს სიტუაციას კიდევ უფრო საშიშს ხდის, რადგან განსაკუთებით სახიფათოა ინდური ვარიანტის თვისებები, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ახალი შტამების გავრცელება განსაკუთებით საშიშია თუ ქვეყანაში ვირუსის სხვადასხვა ფორმებიც ცირკულირებს, თუმცა ვიეტნამში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტი საქართველოს ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის, რადგან სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანაში 90%-ით ბრიტანული ფორმა გავრცელებული, ინდური შტამის იმ 5 შემთხვევის გარდა, სხვა სავარაუდო ფაქტებს ლუგარის ლაბორატორია არ განიხილავს.