19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
სკანდალური საქმე: ქმარმა ცოლი ურმის უღელში შეაბა და თოფის კონდახით სცემა

გახმაურებული ძალადობის გაუხმაურებელი დეტალები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - "კურიერმა" მოიპოვა ტრაგედიით დასრულებული ძალადობის საქმის მასალები, რომლებიც საკმაოდ მძიმე ფაქტებს შეიცავს. 

ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩვენებაში ყვება, რომ მას მეუღლე სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის, ორსულობის პერიოდში. 

ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალშობილი ბავშვის.

"...როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის უღელში, რითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მაზიდინა საქონლის ნაკელი, რის შემდეგაც დაღლილობისგან წავიქეცი მიწაზე. მე ვიმშობიარე ტყუპებზე, რა დროსაც ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი.

...იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო და ძალის გამოყენებით დამიჭირა თმებში და შემაჭრა.
... აიღო თავისი კუთვნილი სანადირო ერთლულიანი თოფი და მითხრა, რომ უნდა ესროლა ჩემთვის, რა დროსაც თოფის კონდახი რამდენჯერმე დამარტყა თავის არეში. აღნიშნულის გამო გამოვიძახე პოლიცია“, - ყვება ქალი ჩვენებაში. 

საქმის დეტალები და მტკიცებულებები ნახეთ ექსკლუზიურად “კურიერში“ 21:00 საათზე.

დღის ამბები