საგარეჯოში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული და მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.
რა გახდა დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ყოფით ნიადაგზე მოხდა და დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.