თბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, განათების ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.