03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
"როგორც აღმოჩნდა, დაცვა ვერ დავაყენეთ" - biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორი

სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთების შეძენის პროცესი კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს. biletebi.ge-ის ადმინისტრაციაში კი აღიარებენ, რომ პრობლემა მომხმარებლების დიდ რაოდენობასთან ერთად ტექნიკური ხარვეზიც იყო. 

ვებგვერდის ტექნიკური დირექტორის განცადებით, მათ ვერ შეძლეს გვერდის დაცვის სისტემის დაყენება და პრობლემა ამან გამოიწვია. 

"ბევრი მომხმარებელი ჩიოდა, რომ რიგმა მოუწია და ვებგვერდი უკან აგდებდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ დაცვა ვერ დავაყენეთ და დაცვა ბლოკავდა ამ მომხმარებლებს. მივმართეთ ჩვენ აღნიშნულ კომპანიას და გვერდის დაცვის დონე შევზღუდეთ. ვაკვირდებთ სიტუაციას, როგორ იმუშავებს საიტი," - აცხადებს biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორი, გიორგი ჩხიკვიშვილი

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაყიდულია 1300 ბილეთზე მეტი.  

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები