გორში დაკარგული 14 წლის გოგო იპოვეს. ამ წუთებში ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
14 წლის მოზარდი გორში 31 მაისს გორის ცენტრიდან, ერთ-ერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა სადაც ის დედას ელოდებოდა. არასრულწლოვანი სოფელ ტინისხიდის მკვიდრია. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თემში მერის წარმომადგენელმა გაავრცელა.