ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი გოგა ხაჩიძის ინიციატივის ალტერნატიულ წინადადებას დაუჭირა.
საუბარია მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე. ცვლილებების მიხედვით მარიხუანას მოხმარება ადმინისტრაციული ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისჯება. ერთ წლამდე პატიმრობა კი გამოყენებული აღარ იქნება.
მანამდე კი გოგა ხაჩიძის კანონპროექტზე მსჯელობა 4 საათს მიმდინარეობდა.