03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
13 ივნისის სტიქია - დაზარალებულები საჭმლისა და კომპენსაციის გარეშე

როდის მივა დაზარალებულებისთვის შეგროვებული თანხა ადრესატებამდე, ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად იმ ხალხს აინტერესებს, ვინც 13 ივნისის შემდეგ თბილისის სხვადასხვა სასტუმროებში შეასახლეს.

ათეულობით ოჯახი მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ ჯერ უცნობია, რას უპირებს მათ ხელისუფლება და როდემდე მოუწევთ უსახლკაროდ დარჩენილებს სხვისი დახმარების იმედად ყოფნა.

დაზარალებულების ნაწილს უკვე საკვებსაც აღარ აწვდიან.

დახმარებები მცირდება და, შესაბამისად, მათი პირობებიც უარესდება.

ერთდაერთი, რასაც დაზარალებული მოსახლეობა ითხოვს, მთავრობის გადაწყვეტილებაა კომპენსაციებთან დაკავშირებით, რომელმაც მათი მომავალი უნდა განსაზღვროს.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები