20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
დაზარალებულებისათვის შეგროვებული 25 მილიონის გადანაწილებაზე მერია და საკრებულო ვერ თანხმდება

მერია და საკრებულო დაზარალებულებისათვის შეგროვებული 25 მილიონის გადანაწილებაზე ვერ თანხმდება. 

დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი საკრებულოში, დახურულ კარს მიღმა მერიისა და უმრავლესობის დეპუტატებმა განიხილეს. ერთსაათიანი შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც საკრებულოს წევრებმა დაადასტურეს, რომ დაზარალებულთა კომპენსაციების შესახებ შეთახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

რა საკითხებზე ვერ თანხმდება საკრებულო და მერია, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რა წესით მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გადაცემა.

მერიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დღეს არ გასაჯაროვებულა.

 

ავტორები: ეკო მაღრაძე

 
დღის ამბები