მხატვრებს, რომლებიც 25 წელია, მეცნიერებათა აკადემიის კიბეებზე საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან, ტერიტორიას ატოვებინებენ.
დღეს იქ მერიის თანამშრომლებიც შესაბამისი მოთხოვნით გამოჩნდნენ.
მხატვრების ინფორმაციით, ტერიტორიიდან გასვლა მათ მეცნიერთა აკადემიის სამეურნეო სამსახურის უფროსმა, ილია კვეზერელმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფელიქს კალანდარიშვილმა, მოსთხოვეს.
კალანდარიშვილმა დღეს კომენტარი არ გააკეთა. სამეურნეო სამსახურის უფროსი კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მხატვრებს პოლიციის ძალით გაიყვანს.
მიზეზად მიმდებარე ტერიტორიის რემონტს ასახელებენ. თუმცა, მხატვრები ეჭვობენ, რომ მათი გაძევება შენობაში ახალი კაფის გახსნას უკავშირდება.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი