03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

biletebi.ge ბილეთებს აღარ გაყიდის. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, გააკეთა.

როგორც ზვიად სიჭინავა აცხადებს, ბილეთები სალაროებში გაიყიდება.

"ჩვენ მთელი დღე uefa-ს ვეკონტაქტებოდით. uefa-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ biletebi.ge- გამოთიშოდა ამ პროცესს. ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. რამდენიმე დღეა საჭირო ბილეთების დასაბეჭდად," - აცხადებს ზვიად სიჭინავა. 

რაც შეეხება უკვე შეძენილ ბილეთებს, სიჭინავა აცხადებს, რომ მათ პრობლემა არ შეექმენბათ და მათთვის ბილეთები უკვე ნაყიდად ჩაითვალა. 

როგორც სიჭინავა ამბობს, ონლაინსისტემით მთლიანობაში 2063 ბილეთია გაყიდული.    

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები