რეგულირების სააგენტო, სოციალური მუშაკები, პოლიცია და ახლა უკვე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები - ნინოწმინდის პანსიონში ცოტა ხნის წინ ახალქალაქის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. შესვლამდე განაცხადეს, რომ საპატრიარქოში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადგილზე არსებულ ვითარებას.
"სარდაფებში, სადაც ხორცის მანქანებია, სადაც ბავშვებს ატარებენ და ჭამენ - ეს თუ გაინტერესებთ, ასე არ არის. იმის გასარკვევად ჩამოვედი, რომ გავიგო რა ხდება შიგნით,"- აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).
პარალელურად, ბავშვთა სახლიდან ბენეფიციარები გადაჰყავთ.
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ახლა მასპინძლის ამპლუაშია, ის სტუმრებს იღებს. სასულიერო იერარქი მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა მანამდე ვიდეო გაავრცელა და პანსიონში მყოფი ბავშვების მშობლებს მიმართა. ვიდეოში ჩანს, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ბავშვებს ეკითხება, უნდათ თუ არა პანსიონიდან წასვლა.