19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"მიდის პროცესი, რომ შევისწავლოთ ეს გარემოებები" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის შესახებ  

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. როგორც  საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, საპატრიარქოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც პანსიონში არსებულ ვითარებას მონიტორინგს გაუწევს და გარემოებებს შეისწავლის.

"მიდის პროცესი, რომ შევისწავლოთ ეს გარემოებები. ამ დროისთვის, რასაც ჩვენ გავეცანით და ვნახეთ, აქ სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი რაც შეიქმნა, აჟიოტაჟით,“ - აცხადებს დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე). 

დღის ამბები