03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
"250 ლარი სემიჩკის ფულია" - დაზარალებული ბელა გველესიანი

დაზარალებული მოქალაქეები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ზარალის აღსაწერად მათთან ხელისუფლებისგან არავინ მისულა და ისინი  გაურკვევლობაში იმყოფებიან.

მოქალაქეები რუსთავი2-თან ჰყვებიან, რომ მათთან მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მხოლოდ სახლების მდგომარეობა შეისწავლეს.

დაზარებულები ასევე უსამართლოს უწოდებენ მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტსაც, სადაც განსაზღვრულია დაზარალებულებისთვის კომპენსაციის ოდენობაც.

ისინი სულადობით თანხების ანაზღაურებას აპროტესტებენ და ერთჯერადად დარიგებულ თანხებსაც არაადეკვატურს უწოდებენ.

„250 ლარი, ეს ხომ სემიჩკის ფულია,“ - ამბობს დაზარალებული ბელა გველესიანი. 

 
დღის ამბები