03 მაისი 2024,   18:37
ვრცლად
აშშ-მა ალცჰაიმერის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-მა, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში პირველად, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა. სავაჭრო სახელწოდებით გამოშვებული პრეპარატი Aducanumab-ი დემენციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისკენ არის მიმართული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აშშ-ის სურსათისა და პრეპარატების კონტროლის წარმომადგენლების განცხადებით, მიიღეს საკმაოდ "ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ პრეპარატი ანადგურებს ამილოიდს" - ცილას, რომელიც ადამიანის ტვინში ქმნის ფირფიტებს, ფირფიტები კი კოგნიტურ პრობლემებს იწვევს.

მარეგულირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მეთოდით მკურნალობა პაციენტებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს, მიუხედავად მრავალი ექიმის უკმაყოფილებისა არასაკმარისად დამაჯერებელი კლინიკური კვლევების შესახებ.

"დიახ, ბევრი დავა იყო, ისევე როგორც ბევრი მონაცემი, რომლის თაობაზეც ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები გაუჩნდათ. მნიშვნელოვანია, რომ სურსათისა და პრეპარატების კონტროლის ხელმძღვანელობამ სწრაფი დამტკიცების პროცედურის ფარგლებში პრეპარატი დასაშვებად ცნო. სწრაფი დამტკიცება - უიშვიათესი მოვლენაა. ის განკუთვნილია მხოლოდ იმ დაავადებებისთვის ან მდგომარეობისთვის, რომლებიც თანამედროვე მედიცინის მიერ არადამაკმაყოფილებლად კორექტირდება," - განაცხადა ალცჰაიმერით დაავადებულთა ასოციაციის  წამყვანმა მკვლევარმა მარია კარილიომ.

მარეგულირებელმა ორგანიზაციამ პრეპარატის მწარმოებელი დაავალდებულა დამატებითი მასშტაბური კლინიკური კვლევები ჩაატაროს, იმ დათქმით, რომ ორგანიზაცია უფლებას იტოვებს მომავალში პრეპარატის დაშვება გააუქმოს.

დამატებითი დაზუსტებების მოლოდინში ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტები მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას მიიღებენ.   

დღის ამბები