ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა, დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ნინოწმინდაში განვითარებულ მოვლენებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა.
"საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება გამოძიების შემდეგ,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბენეფიციარები სკოლაში წავიდნენ. პანსიონის სივრცე "კურიერის" გადამღები ჯგუფისთვის ისევ დახურულია.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 23 ბენეფიციარი დარჩა, არ არის გამორიცხული, რომ დღის ბოლომდე მათი რიცხვი კიდევ შემცირდეს.
ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში მივიდა ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც განაცხადა, რომ შვილმა დაურეკა და სახლში წაყვანა სთხოვა.
"დამირეკა წამიყვანეო, მიზეზი კონკრეტული არ აქვს. 7 წელია აქ არის და არაფერი შემიმჩნევია. მომცენ პირობები და მივხედავ ჩემს შვილს მე ისე, როგორც საჭიროა,"- აღნიშნა მშობელმა.