ნინოწმინდის პანსიონში დღეს ვითარების ადგილზე გასაცნობად ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა.
შესაძლოა ნინოწმინდის პანსიონში ჟურნალისტები დაუშვან - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.
მეუფე დღეს ნინოწმინდაში რამდენიმე წინადადებით ჩავიდა. პირველ ეტაპზე სასურველია, რომ სოციალურმა მუშაკებმა დაკვირვების შემდეგ ყოველი დღის ბოლოს მედიასთან გააკეთონ მონიტორინგის შესახებ კომენტარი.
"ჯერ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, აქ ყველა დაძაბულია. მძიმეა ასეთ პირობებში ცხოვრება. ვამბობ, რომ პირველ ეტაპზე შეხვიდეთ მიკროფონების და კამერების გარეშე და მოისმინოთ და შეხედოთ მდგომარეობას და ასე ეტაპობრივად გავხსნათ კარი. სოციალური მუშაკები მუშაობენ და გაგვცენ მათ პასუხი კითხვებზე,"- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.