19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონში UNICEF-ის, World Vision Georgia​-ის და საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა იწყება

ნინოწმინდის პანსიონში 29 ბავშვი რჩება. 24-მა დაწესებულება დატოვა. არ არის გამორიცხული, ჩაკეტილ დაწესებულებაში დღეს მედიის წარმომადგენლებიც დაუშვან.

დღის განმავლობაში დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრა UNICEF-ის, World Vision Georgia​-ის და საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ადგილზე უკვე მივიდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და საპატრიარქოს იურისტებიც. სავარაუდოდ დღევანდელ შეხვედრაზე დიდი ზომის პანსიონების რეფორმირების საკითხზეც იმსჯელებენ.

დღეს დილით პანსიონში მივიდა სასულიერო პირი ირაკლი ნემსაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის განათლებით ფსიქიატრია და ამ კუთხითაც შეაფასებს პანსიონში არსებულ ვითარებას. თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა:

"სასულიერო პირი ვარ ამავდროულად საერო განათლებით ვარ ფსიქიატრი, გავეცნობი სიტუაციას და ვნახავთ," - აცხადებს საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი მღვდელი ირაკლი ნემსაძე

დღის ამბები