19 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
სახალხო დამცველი თუ დაინტერესებულია, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა - საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის შესვლაზე

სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში ისევ არ უშვებენ. საპატრიარქომ ნინო ლომჯარიას მხოლოდ გაფართოებულ შეხვედრებში მონაწილეობა შესთავაზა. ასეთი ფორმატის შეხვედრა ერთი საათის წინ დასრულდა. მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, UNICEF-ის, World Vision International-ისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, მსგავს შეხვედრაში მონაწილეობაზე სახალხო დამცველმა უარი განაცხადა. მისივე თქმით, თუ ნინო ლომჯარია დაინტერესებულია, მას შეუძლია მიმართოს საპატრიარქოს და წინადადება განხილულ იქნება.

"სახალხო დამცველმა უარი განაცხადა თანამშრომლობაზე UNICEF-თან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და რაც მთავარია, საპატრიარქოსთან.

სახალხო დამცველი, თუ დაინტერესებულია ბავშვთა ყველა საუკეთესო უფლებით, დღეს აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო თანამშრომლობს ყველა ძირითად, მსოფლიოში აღიარებულ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, ამიტომ, თუ ის დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.

ნინო ლომჯარია თუ გამოხატავს სურვილს და მოგვმართავს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ," - აღნიშნა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

დღის ამბები