03 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
3 შვილის ტაივანელმა დედამ შვილების მოსათოკად სახლში ორი ბატი დატოვა - ვიდეომ სოციალურ ქსელში კრეატიული მშობელი პოპულარული გახადა

ტაივანის მაცხოვრებელმა ორი ბატი შვილების მისახედად დატოვა და სოციალურ ქსელში  სახელი გაითქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

3 შვილის დედამ Facebook-ის მეშვეობით იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და ლოკდაუნის გამო აღმოჩნდა. მისი თქმით, ბავშვები ვირუსის პანდემიის გამო სულ სახლში არიან და ხშირად არ უჯერებენ. ქალმა დაიჩივლა, რომ მისი შვილები ძალიან ენერგიულები არიან და არსებული პირობებიდან გამომდინარე, მას ამ ყველაფერთან გამკლავება უჭირს.

"ისინი მე არ მიჯერებენ და მუდმივად ხმაურობენ, ამიტომაც მე მათ ბატები შევუგზავნე" - დაწერა ქალმა საკუთარ Facebook გვერდზე და აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტომასალაც გამოაქვეყნა, რომელზედაც ბავშვები შინაური ფრინველების შიშის გამო მისაღებ ოთახში ერთად შეშინებულები სხედან.

ქალის პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

დღის ამბები