თბილისი პრაიდისთვის მზადება დაიწყო. "თბილისი პრაიდი" დეპუტატების სიჩუმეს ჰომოფობიის წამახალისებელ მოვლენად მიიჩნევს.
ლგბტ თემის წარმომადგენლები პარლამენტს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და ანტიდისკრიმინაციული კანონის დაცვას სთხოვენ.
თბილისი პრაიდზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას დეპუტატების ნაწილი, ფაქტია, ერიდება, დღეს კომენტარისთვის მათი ძებნა მედიას პარლამენტის დერეფნებში მოუწია.
სანამ კანონმდებლები სწორ პოლიტიკურ კონტექსტს არჩევენ, სამღვდელოების ნაწილი პრაიდის ჩაშლას აანონსებს.