დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იგეგმება სამედიცინო საბჭოს წინაშე რეკომენდაციით მიმართვა, Pfizer-ით ვაქცინაციაში 16 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩართვასთან დაკავშირებით.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა იქნება.
"მოგეხსენებათ, ინსტრუქციითაც შეიძლება, რომ Pfizer 16 წლიდან ზემოთ გაკეთდეს. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვსდგეთ რეკომენდაციით, რომ Pfizer-ით ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები. 18 წლიდან ისედაც ვცრიდით. უკვე ორი ასაკობრივი ჯგუფი ჩაერთოს Pfizer-ზე და ზოგადად, შემოდგომისკენ ველოდებით,
იცით, რომ რამდნიმე ქვეყანამ Pfizer-ით აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც, შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ Pfizer-ის საკმაო დოზები გვექნება. შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია ვიფიქროთ ამაზეც, რომ "მიტაგმა" შეიტანოს ცვლილებები და რა თქმა უნდა, დავეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.