19 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
რა ბედი ელის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს - საკითხი საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად გადაწყდა

ნინოწმინდაში პანსიონის ნაცვლად მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - გადაწყვეტილება საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის მისვლის შემდეგ მიიღეს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. "კურიერის" კამერამ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრისას პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც დააფიქსირა, თუმცა, უცნობია, ესწრებოდა თუ არა ის შემაჯამებელ შეხვედრას, რომელზეც ნინოწმინდის პანსიონის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა.

შეხვედრის დასრულებისას ცნობილი გახდა ისიც, რომ ბავშთა სახლების მშენებლობაში მონაწილეობას, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიიღებენ.

დღის ამბები