19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა - რომელმა დარგებმა გამოიწვია ქართული ეკონომიკის რეანიმაცია

მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.5 პროცენტით გაიზარდა - ანგარიში საქსტატმა გამოაქვეყნა.

ტურიზმი, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო საქმიანობა - ეს იმ დარგების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გამოიწვია. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მაისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 25.8%-ია.

რამ განაპირობა ეს მაჩვენებლები - ამაზე მთავრობა რამდენიმე ფაქტორსა და დამაიმედებელ პროგნოზზე საუბრობს. 

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მიღწევა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

ოპოზიცია კი საქსტატს დათვლის მეთოდს უწუნებს და ამბობს, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის რეალური გეგმა ქვეყანას არ გააჩნია.

დღის ამბები