16 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" კვირეული პოლიტიკური შეფასებების საგანია - დეპუტატები კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების​ დაცვაზე აკეთებენ აქცენტს

დღეიდან "თბილისი პრაიდის" კვირეული დაიწყო. წელს ღონისძიებების მთავარი სათქმელი სოლიდარობაა. ქვიარ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და სამართლიანობის პრინციპის დაცვაა. ასევე ქვიარ თემი ხელისუფლებას მოუწოდებს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა აწარმოოს.

"თბილისი პრაიდის" კვირეული პოლიტიკური შეფასებებისა და განხილვის საგანია, პოლიტიკოსებს შორის, არიან ღონისძიებების მოწინააღმდეგეებიც.

"პარტია საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, დაიცვას ის უფლებები, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული და დაიცვას ამ უფლებების რეალიზების შესაძლებლობაც. ბუჩუკურის თქმით, ამასთან ერთად ადამიანის ძალადობისგან დაცვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სახელმწიფოს მიერ დაცვაზე აკეთებს აქცენტს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე. სერგო ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს როგორც პრაიდის მხარდამჭერების, ასევე მოწინააღმდეგეების მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება თავის ვალდებულებას შეასრულებს და შეძლებს დაიცვას ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.

დღის ამბები