ჩვენ არავის არ უნდა ვებრძოლოთ, არავის არაფერი არ უნდა ვუმტკიცოთ - უბრალოდ უნდა მოვკიდოთ ხელი საქმეს, მოვკიდოთ ხელი მოქალაქეებს და წავიდეთ წინ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ გორში განაცხადა, სადაც პარტია "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი გახსნა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან, პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე გორში განაცხადა
"პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში დარჩენით გადავდგით - ეს ნაბიჯი განსაზღვრული იყო პასუხისმგებლობით, რომელსაც ვგრძნობთ თქვენს წინაშე - ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ არავის არ უნდა ვებრძოლოთ, არავის არაფერი არ უნდა ვუმტკიცოთ - ჩვენ უბრალოდ უნდა მოვკიდოთ ხელი საქმეს, მოვკიდოთ ხელი მოქალაქეებს და წავიდეთ წინ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანა გაყოფილია 2 ნაწილად - ერთი ამტკიცებს თავის სიმართლეს, მეორე ამტკიცებს თავის სიმართლეს - თან ერთმანეთს უმტკიცებენ ამას და საერთოდ, ჩვენი მოქალაქეები საერთოდ დავიწყებული ჰყავს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისის გახსნისას მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
"ჩვენი ძირითადი პროგრამა, შედგება 3 კომპონენტისგან - ქვეყნის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიზაცია და რა თქმა უნდა უსაფრთხოება. შეუძლებელია ჩვენ არ გვქონდეს ქვეყანაში დეოკუპაციის გამართული და ძლიერი სტრატეგია, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში არ იყოს დებორდერიზაციის სტრატეგია. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ხვალ, ზეგ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წარმატება უბრალოდ წარმოუდგენელია ქვეყნის გაერთიანების გარეშე. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დეოკუპაციის გააზრებული, გონივრული სტრატეგია, ჩვენი გონივრული ურთერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი გონივრული, ცივი, გათვლილი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავის არ უნდა ეგონოს რომ ჩვენს გასაკეთებელს ვინმე გააკეთებს, არავინ არ უნდა ფიქრობდეს რომ ვინმე დაელაპარაკება მტერს - ეს ჩვენი გასაკეთებელია“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.