საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა სჭირდება.
მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, ჰუბერტ ქნირშის თქმით, სასამართლო რეფორმის მთავარი მიზანია, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიმართ მოსახლეობას ნდობა ჰქონდეს.
"ჩვენ სასამართლო რეფორმაზე საქართველოსთან უკვე ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა.
დანიშვნის წესთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმას ვიტყვი, ამ რეფორმის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიმართ. არ უნდა დარჩეს არც ერთ მოქალაქეს მიკერძოებულობაში," - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.