პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია თამარ ჟვანიას გადადგომას გამოეხმაურა. ის დარწმუნებულია, რომ ჟვანიას გადადგომას ხელი, თავად "ქართულმა ოცნებამ" შეუწყო.
"2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, როგორც ვერ დაიცვა "ქართულმა ოცნებამ" თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა.