16 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
მსხვერპლი რომ არ მოჰყვეს და რევოლუციაში არ გადაიზარდოს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ ჩაატაროს - გურამ ფალავანდიშვილი "ღირსების მარშზე"

აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში ლგბტქ-ს "ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას ხელს არ შეუშლის, ისინი რადიკალურ ზომებზე გადავლენ.

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, "ღირსების მარშის" წინა ღამით ისინი რუსთაველის გამზირზე მასობრივად შეკრებას გეგმავენ:

"იმედი მაქვს, რომ ვინც დააკავეს, ყველას გაათავისუფლებენ. ვაპირებთ, რომ 4 ღამიდან მილიონი კაცი გამოვიდეს რუსთაველზე. თუ რუსთაველის გამზირის წმენდას დაიწყებენ, იქ მყოფ სამღვდელოებას, ქალებს, კაცებს დაგვიწყებენ დასახიჩრებას.

პროვოკაციები აუცილებლად მოხდება, იმიტომ, რომ ეს იმდენად სიბინძურე ტარდება. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რამე გამოუსწორებელი რომ არ მოხდეს, მსხვერპლი არ მოჰყვეს, არ გადაიზარდოს რაღაცა რევოლუციაში, აჯანყებაში, ეს არ ჩაატაროს," - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

დღის ამბები