16 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი კვლავ ოპოზიცია-ხელისუფლების დაპირისპირების თემაა

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების გადამოწმების მიზნით სამუშაო ჯგუფი კვლავ შეიკრიბება, შემდეგ კი იურიდიულ კომიტეტზე კანდიდატების მოსმენის გრაფიკი გაიწერება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროცესები არასწორად მიმდინარეობს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, პროცესი იმდენად დისკრედიტირებულია, რომ კანდიდატების პოზიტივი თუ ნეგატივი უკვე აზრს კარგავს. მისი განცხადებით, "გირჩი" ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და მიაჩნია, რომ ამ ტიპის ლეგიტიმაციით სასამართლოს დაკომპლექტება არ უნდა ხდებოდეს.

პროტესტის ნიშნად პროცესში მონაწილეობას არ აპირებს არც "სტრატეგია აღმაშენებელი". სერგო ჩიხლაძის თქმით, აღნიშნული პროცესი ეწინააღმდეგება, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, ასევე ყველა საერთაშორისო პარტნიორის რეკომენდაციას.

დღის ამბები