ჯეიმს აპატურაი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერმინისტრს შეხვდება. მიზანი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და რეფორმების ხელშეწყობაა.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს სამი დღით ეწვია. როგორც ცნობილია, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც.