ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ახალი სასტუმრო "ბიოგრაფის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში კომპანია "მონოლით ჯგუფმა" 18 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.
ახლად გახსნილ სასტუმროში პირველ ეტაპზე 40 ადამიანი დასაქმდა თუმცა უახლოეს პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა იგეგმება.