გიორგი გახარიას განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" თავისი ქმედებებით ქვეყანას აზიანებს და კონკურენციის შიშით მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ არასამართლიანი მეთოდებით იბრძვის, მმართველ გუნდში პასუხობენ. ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრის პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.
"ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს თეა წულუკიანმა საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხულ ოსტატები მათ შორის ხითხუროები და კირითხუროები წარუდგინა.