საქართველოს სახელმწიფო ჯილდო NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა პირადად გადასცა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჯეიმს აპატურაი საქართველო-NATO-ს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.