16 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი "ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა

"მე მჯერა, რომ ქართველების სახლი ჩვენთან ერთადაა და თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ" - ეს სიტყვები ჯეიმს აპატურაიმ დღეს თბილისში ოფიციალური ვიზიტისას თქვა. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მცდელობისთვის და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ოფიციალური თბილისი თავის ხშირ სტუმარს საჩუქრით დახვდა - საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის "ოქროს საწმისის ორდენი" გადასცა.

ერთ დღეში 5 ოფიციალური შეხვედრა - ქვეყნის პირველი პირები საქართველოს აქტიურ მხარდამჭერს, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობენ. თბილისში ვიზიტი NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო.

დღის ამბები