16 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი 6-დან 9 ივლისის ჩათვლით, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ვარჰეი ტვიტერის პირად გვერდზე ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში კომისარი აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ვარჰეი განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან, წარმოადგენს საინვესტიციო გეგმას რეგიონისთვის და დაადასტურებს ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნების მიმართ სოლიდარობას, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღის ამბები