16 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - შესარჩევი კომისია შეკრებილია, თუმცა ჯერ კანდიდატები არ ჩანან

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისია შეკრებილია, თუმცა ჯერ კანდიდატები არ ჩანან. განცხადებების მიღების ბოლო ვადა ერთ კვირაში იწურება.

განაცხადების მიღება ოფიციალურად დაწყებულია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველები დღეს არ გამოჩენილან. შემრჩევი კომისიის წევრები ამას პროცედურული საკითხების მოგვარებისთვის საჭირო დროით ხსნიან. ფიქრობენ, რომ განცხადებები ბოლო ორი დღის განმავლობაში მოგროვდება.

კანდიდატების გადარჩევისთვის ორდღიანი ვადაა განსაზღვრული, რაც კომისიის წევრებს პროცესში ერთგვარ ბარიერად მიაჩნიათ.

როგორ გამოიყენებს კომისია იმ არაიურისტი წევრების პროფესიულ გამოცდილებას, რომელსაც თავად კომისიის წევრები აქამდე არ იცნობდნენ, გაუგებარია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს მიაჩნია, რომ მათ შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებისას მმართველი გუნდის ინტერესებით იმოქმედონ.

მმართველმა გუნდმა მიზანმიმართული სტრატეგია ამოიკითხა იქ, სადაც ოპოზიციამ ხელისუფლების გავლენის რისკი დაინახა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია წინასწარ ამზადებს ნიადაგს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ცესკოს მიკერძოებულობაზე ისაუბრონ.

ვინ იქნებიან ცესკოს ახალი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები - ეს კანდიდატურების გადარჩევისა და პრეზიდენტის მიერ პარლამენტში მათი წარდგენის შემდეგ გაირკვევა.

დღის ამბები