16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
ამერიკელებსა და ქართველებს დამოუკიდებლობის ძლიერი სიყვარული ახასიათებთ - აშშ-ის ელჩი საქართველოში ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამერიკის 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. საელჩო კელი დეგნანს მიმართვას ავრცელებს. ამერიკის ელჩი საქართველოში მიმოიხილავს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც შეერთებული შტატები 1776 წლის 4 ივლისიდან დგას.

"ამერიკელებსა და ქართველებს დამოუკიდებლობის ძლიერი სიყვარული ახასიათებთ, რაც ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა 30 წლის წინ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში.

პროექტი, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო, ხელის შეშლით დასრულდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ აშშ-ის საელჩო საქართველოში მოხარული ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ ,"- აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები