16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ღირსების მარშის ორგანიზატორების უკან რევანშისტულ-რადიკალური ჯგუფები დგანან. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან სამწუხაროდ დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები, კერძოდ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი არიან ჩართულები და უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა სწორედ მათი მიზანია ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და დაპირისპირების შემოტანა, რაც არ განხორციელდება და არ დავუშვებთ. როგორც ჩვენ მოსახლეობას სურს ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები