16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან - ხათუნა სამნიძე პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს

საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლება პუტინისტურ ძალებთან ერთად გამოდის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების წინააღმდეგ. აღნიშნული განცხადება ხათუნა სამნიძემ დღეს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. დღეს სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამოდიან, მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, ასევე დაარბიეს მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისები.

"პრემიერის განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და პრაქტიკულად მოუწოდა მოძალადე ძალებს, რომ დაიწყონ დაპირისპირება და თავდასხმა, დიდი ხანია ხელისუფლებას უნდა, რომ კარვები არ იყოს პარლამენტის წინ და კარგად გამოიყენეს ეს მოძალადე ჯგუფები. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია, ერთობლივად აორგანიზებს პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან ერთად, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს თავისუფალი მოქალაქისთვის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ თავისი კონსტიტუციური უფლება," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ და შსს-ს მოუწოდა განახორციელოს თავისი ვალდებულება და დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება.

დღის ამბები