16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას უწოდებს:

"რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა  ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.

დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში, თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის  დამყაყებულ გუბერნიაში!

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!

თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!" - წერს ნიკა მელია.

დღის ამბები